,,ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს”- მედვედევი

,,ომის წაგების შემთხვევაში, რუსეთს დაშლიან და არსებობას შეწყვეტს,” – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ მათ აქვთ უფლება, დაიცვან თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით.

„ყველა გონივრული ძალისთვის აშკარაა, რომ თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი შეაჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ვერ მიაღწევს გამარჯვებას, რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, – წერს „ტელეგრამში“ დიმიტრი მედვედევი.

მსგავსი თემები