„დამისაბუთონ,  რა მაქვს მოხვეჭილი, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ“  – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილის დედა გიული ალასანია ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს და ითხოვს დაუსაბოთონ, სად და რა აქვს მოხვეჭილი. გიული ალასანია ირაკლი კობახიძეს მიმართავს, დაასაბუთოს საკუთარი სიტყვები.

„ძალიან ვცდილობდი, რომ შენიღბული ვყოფილიყავი და ეს არ გამემხილა, ყოჩაღ კობახიძეს, რომ ეს მაინც აღმოაჩინა, დამნაშავე! რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი ძალიან მაინტერესებს და დამისაბუთონ, აბა, საბუთებით დამისაბუთონ, სად მაქვს და რა მაქვს მოხვეჭილი. თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი, ის დაითვალონ, ყველა ვინც ახლა მოვიდა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს, ხალხის ხარჯზე, მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს მოხვეჭილი.

მსგავსი თემები