,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება”- ხვიჩა კვარაცხელია

,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მარადონასთან დაკავშირება და არც ვიცოდი, როგორი რეაგირება მომეხდინა,”- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ქართველმა ფეხბურთელმა  მეტსახელ „კვარადონაზე“ ისაუბრა.

,,თავიდან ეს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდასთან თუ იქნებოდა დაკავშირებული. აერთოდ არ ველოდი, მაგრამ ამან დიდი სტიმული მომცა. არც ვიცოდი ამაზე როგორი რეაგირება მომეხდინა, მადლობა მეთქი ან სხვა რა გამეკეთებინა. ნელ-ნელა ვეჩვევი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ასეთ ფეხბურთელთან შედარება – ეს წარმოუდგენელია,”- განაცხადა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები