,,ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას”- გიორგი ჩალაძე

„ამ ბრიფინგზე ზუსტად იმავე შედეგს მივიღებდით, მაგალითად, დარაჯი ან ნებისმიერი დაწესებულების ღამის მორიგე რომ დაეყენებინათ, მათ შეასრულეს პარტიული დავალება“,- ასე აფასებს გიორგი ჩალაძე კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ქართულმა მედიცინამ ამოწურა თავისი რესურსი.

„დინამიკა მიმართულია გაუარესებისკენ და ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას. მესამეჯერ გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკა მეტს ვეღარაფერს გააკეთებს, ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ.

ქართულმა მედიცინამ ამოწურა თავისი რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობის გადატანა ბატონი სააკაშვილის მიმართ არის სირცხვილი და არ გამოდგება არც ამ სასამართლოში, არც უცხოურ სასამართლოში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ყველანაირი განცხადების მიუხედავად, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და მოქმედ ხელისუფლებას.

პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის „ქართული ოცნების“ და ჩვენი სახელმწიფოს კისერზე. ეს აღნიშნულია ყველა საერთაშორისო დასკვნაში. შემიძლია, იგივე გავიმეორო და მოვუწოდო ყველას, ნუ სპეკულირებთ ბატონი სააკაშვილის სიცოცხლით, მისი ჯანმრთელობით“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მსგავსი თემები