ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით – ხატია დეკანოიძე

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით მისი თქმით, საპარლამენტო რესურსი არ არის მხოლოდ პლენარულ სხდომებზე კითხვის დასმა.

„ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მკაცრი პოზიციაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უნდა იყოს. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არსებობს საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ განხილვებში ჩავერთო. პარტიიდან ჩემს გასვლაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები