,,ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას”- ესებუა პროკურორებს

ხელოვნურად ნუ დაამძიმებთ მოწმის ემოციურ მდგომარეობას, –  ამ სიტყვებით ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს მიმართა.

ბრალდებულმა ბადრი ესებუამ საქმის პროკურორებს მიმართა და მოუწოდა ხელოვნურად ნუ დაამძიმებენ მოწმის ემოციურ მდგომარეობას.

“ეს მოწ­მე რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ემო­ცი­ი­თაა და პრო­კუ­რო­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც­ნა­ი­რად და­ამ­ძი­მონ, ერთი ორ­ჯერ შევ­ნიშ­ნე და მე ვფიქ­რობ, რომ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ემო­ცი­ებს… ქალ­ბა­ტო­ნო მი­რან­და, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლოთ და წყალს მო­გაწ­ვდით ან რა­ღა­ცა… გა­უფრ­თხილ­დით მოწ­მეს“- განაცხადა ესე­ბუ­ამ.

აღნიშნული განცხადებით შემდეგ,  ბრალდების მხარემ სასამართლოს მოწმეების მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

მსგავსი თემები