,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი”- ბადრი ესებუა მოსამართლეს

,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი,”- ამ სიტყვებით მიმართა „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს ერთ-ერთი დაზარალებულის დაკითხვისას.

პროცესზე, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა დაკითხვისას განაცხადა, რომ პირი, რომელიც ბანკს თავს დაესხა ისე იყო შენიღბული, მისი იდენტიფიცირება უჭირს.

„ფიზიკურად ისეთი შენიღბული იყო, ნაცნობის რომ ყოფილიყო , ვერ გავაკეთებდი იდენტიფიცირებას. იყო მაქსიმალურად კარგად შენიღბული“,- განაცხადა ,,საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა.

ამასთან, მოსამართლემ ბრალდებულ ესებუას მიმართა დაზარალებულისთვის კითხვა დაესვა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ აწვალოთ ეს ადამიანი. მე ვხედავ , რომ ძალიან ცუდ დღეშია და არ ჩაგდოთ ასეთ მდგომარეობაში“, – განაცხადა ბადრი ესებუამ.

მსგავსი თემები