,,ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მძიმე, კონფრონტაციულ ნაბიჯებს დგამს და ეს ყველაფერი საქართველოს ოფიციალურ ფორმატებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს.

„ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება როდესაც აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც ისინი პირდაპირ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტისკენ და პირდაპირ პროვოკაციულ ქმედებებს გვთავაზობენ, ასეთ დროს რა თქმა უნდა, ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ ჩვენს შესაძლებლობას, რომ ჩავერთოთ ოფიციალურ ფორმატებში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. ერთია უკრაკნელი ხალხი, მაგრამ მეორეა უკრაინი ხელისუფლების ქმედებები, რაც ძალიან სამწუხაროა. გაგრძელდება კომუნიკაცია, თანამშრომლობა კონკრეტული მიმართულებებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმისათვის, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი სოლიდარობა იყოს სათანადოდ გამოხატული. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები გაბრალებენ შენ სრულ სისულელეს – ადამიანის წამებას, მკვლელობას და ა.შ, როდესაც თვითონ იყვნენ მწამებლის შემფარებლები წლების განმავლობაში, იქ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის ფორმატებში მონაწილეობას. ეს არის რეალობა. მძიმეა ძალიან ეს ყველაფერი.

 

დღეს აქტუალური არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინა სამწუხარო მოვლენის გამო. ეს არის ომი. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ყურადღება არის გადატანილი უკრაინისკენ, ასევე მოლდოვისკენ მოლდოვაში არის რთული ვითარება, ძალიან მძიმე ვითარებაა, თუნდაც 2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა და 30-პროცენტიანი ინფლაციაა. მოლდოვის მოსახლეობის ნახევარი ისედაც არის პრორუსული განწყობების მქონე და მათ სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამარჯვება. აქედან გამომდინარე, მოლდოვის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. ერთ შემთხვევაში არის ომი და მეორე შემთხვევაში არის ხელისუფლების გამაგრების კონკრეტული ინტერესი.

ჩვენთან არის მშვიდობა და ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ეს არის სწორედ მშვიდობა, როდესაც ომი არ არის ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები