,,თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს”- კობახიძე სააკაშვილზე

,,თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება – დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. – ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები