„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან

”ნაციონალური მოძრაობა” 24 თებერვალს უკრაინაში ჩავა და უკრაინის რადაში სესიას დაესწრება. პარტიის წევრის,  ანი წითლიძის განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა”  მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა, 24 თებერვალს წავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და მასთან ერთად იქნება ბოლომდე ამ ბრძოლაში. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გზებზე როგორ შეიძლება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს. ამ ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხი და ქართული ოპოზიცია ვართ უკრაინელების გვერდით, ვგულშემატკივრობთ უკრაინის გამარჯვებას“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები