უკრაინა რუსული ნადავლი ტანკების გამოფენას მოაწყობს

24 თებერვალს, უკრაინაში რუსული ომის დაწყების დღეს, უკრაინა  გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი  ავრცელებს.

„დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები – გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის, ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და ნადავლს შეუძლიათ” – აცხადებს მინისტრი რეზნიკოვი.

მსგავსი თემები