,,ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, ვერ დავუშვებთ ეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს” – ჩხაიძე

,,ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომენტირების ხარჯზე,”- ამის შესახებ ”ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძე განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა თქვენი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ გადაყვანა, – ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემენ.

,,მესმის პაციენტის მდგომარეობა, და ნებისმიერი პატიმრის მიზანი არის თავისუფლების მოპოვება, იგივე ადვოკატების მიმართულებაც, მათი ხაზიც, მაგრამ მინდა, კატეგორიულად აღვნიშნო, რომ ვერ დავუშვებთ, ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის, ჩვენი ექიმების, პროფესიონალების კომპრომენტირების ხარჯზე. არ დავუშვებთ იმის ხარჯზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების, მათი პროფესიონალიზმის კომპრომენტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პაციენტის ბედი გვაწუხებს, ამ შემთხვევაშიც, ძალიან გვაწუხებს პაციენტის ახლანდელი მდგომარეობა და მისი მომავალი ბედი, მაგრამ მიზანი, რაც აქვთ,  ამ შემთხვევაში პაციენტს, რომ ეს მოხდეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე, არც ერთ ვარიანტში ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები