,,ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად”- მიხეილ სააკაშვილი

,,ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“ და ახლა უკვე კლინიკა,”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, საქართველოდან ერთი თეთრი არ წაუღია.

,,მინდა, მივმართო ოლიგარქის გოშიას, ერთი მილიონი კი არა ერთი, თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად.

სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში.

ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ „პარლამენტარები“, „ჟურნალისტები“, ახლა უკვე კლინიკა.

მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები