ნაფიცმა მსაჯულებმა ილონ მასკი გაამართლეს

სან-ფრანცისკოს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა  „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი უდანაშაულოდ ცნეს და გაამართლეს. საუბარია  2018 წელს „ტვიტერში“ გამოქვეყნებული „პოსტე“, რის გამოც  მასკს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს.

„მადლობა ღმერთს, ხალხის სიბრძნემ გაიმარჯვა. მე ღრმად ვაფასებ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა „ტესლა-420“-ის საქმეზე უდანაშაულობა დაადგინეს“, – აცხადებს ტავად მასკი.

შეგახსენებთ, რომ მან „ტვიტერში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ უზრუნველყო დაფინანსების მოძიება ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის პრივატიზაციისთვის. აღნიშნული ცნობის გამო კომპანიის აქციები მკვეთრად გაძვირდა, თუმცა რამდენიმე დღეში ფასი კვლავ დაეცა, როდესაც ცხადი გახდა, რომ გარიგება არ შედგებოდა.

აქციონერებმა, რომლებიც აქციები იყიდეს ან გაყიდეს, მასკი თაღლითობასა და ფასიანი ქაღალდების ღირებულებების განგებ მანიპულირებაში დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები