„ადამიანი დღეს-ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის ბრალია“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს სიცხე აქვს და მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„სიცხე აქვს 37.7. ადამიანს 5 თვის განმავლობაში სულ სიცხე აქვს. გუშინ გაჟღერდა, რომ თურმე რაღაც სპეცდიეტა აქვს. როგორც ჩანს, სპეცდიეტის გამო აქვს ეს სიცხეები. ტვინი რომ აქვს დაზიანებული, ესეც სპეცდიეტის შედეგია, როგორც ჩანს. რომ ათრიეს და მალები, მარცხენა მკლავი რომ აქვს ჩამტვრეული, ესეც თვითდაზიანებით ხდება თურმე. იქიდან გამოვდივარ აბსოლუტურად დანგრეული. ჩემს თვალწინ ქრება, ადამიანი დნება, მიდის და მე ამის მოწმე ვარ“, – აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები