„ნადირაძეს რეალურ ვითარებაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს“ – გიული ალასანია

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობაზე ნაკლები წარმოდგენა აქვს.

„გუშინ მოვუსმინე და აქედან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქალბატონ ნინოს აქვს ნაკლები წარმოდგენა იმაზე, რაც რეალურად ხდება. სწორედ იქ გაიჟღერა სპეცდიეტამ, რაზეც არის თურმე ჩემი შვილი და თურმე ამის გამო სჭირს ის, რაც სჭირს. ეს უამრავი დიაგნოზი თურმე გამოიწვია იმ სპეცდიეტამ და საკუთარი თავის განადგურებამ,  თითქოს ჩემი შვილი ამ რეჟიმშია. ადამიანი დღეს, ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერ სპეცდიეტის ბრალია“, – აღნიშნა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

„ადამიანი დღეს-ხვალ აღარ იქნება და თურმე, ეს ყველაფერი სპეცდიეტის ბრალია“ – გიული ალასანია

მსგავსი თემები