სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გერლენდის განაცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდება. აღნიშნული განცხადება  უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„პირველად ისტორიაში, ავტორიზაციას ვაძლევ,  ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს, კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები აშშ-ში თავშესაფარს ვერ ნახავენ.

 

მსგავსი თემები