„უკრაინის შეუძლია საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით“ – პასუხი მედვედევს

დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ თუ კიევი ყირიმს შეუტევს, მთელი უკრაინა დაიწვება, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი პასუხობს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი – მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, ყირიმი უკრაინაა და მისი გათავისუფლება შეუძლია უკრაინას.

„საერთაშორისო სამართალი მკაფიოა. უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით. ყირიმი უკრაინაა. ამიტომ, რუსეთის ოფიციალური პირების მუქარა „შურისძიების დარტყმების“ შესახებ, არის მხოლოდ მასობრივი მკვლელობების ჩადენის განზრახვის დაფიქსირება და დაშინების მცდელობა რუსეთის ტრადიციულ სტილში. ყოველთვის უგულებელყავით მედვედევი“, – აცხადებს პოდოლიაკი.

„მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – მედვედევის მუქარა

მსგავსი თემები