„Freedom House“ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობებით და ფოტოებით. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, ვიდრე ის პატიმრობაში იმყოფება. მოვუწოდებთ მათ უზრუნველყონ დაუყოვნებლივი და სრული სამედიცინო დახმარება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები