„ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ვისაუბრეთ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის მომზადებაზე. გვაქვს შეთავაზებები ამ პაკეტთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებს გადავეცით“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგების შეფასებისას.

პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა დონეცკის მიმართულებით.

„ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმე რჩება, განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც უძლებენ დამპყრობლების სასტიკ ზეწოლას, რომლებიც მკაფიოდ და სრულად ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანებს და ასეთ მძიმე პირობებშიც უკრაინას კარგ ამბებს უგზავნიან. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინ გვეხმარება ოკუპანტებისგან თავდაცვაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები