კლინიკის დირექტორის შეფასებით, ოჯახმა მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი გააფართოვა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონი გაფართოვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ გარე ძალები არ ჩაერევიან და ხელს არ შეუშლიან კვებაში, კარგი შედეგი იქნება.

„ტემპერატურა საღამოს 37,2 აღენიშნებოდა. დღეს, 37,3 აღენიშნება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მან კვების რაციონი შედარებით გააფართოვა და იმედია, ეს ასე გაგრძელდება, თუ ე.წ. გარე ძალები კიდევ არ ჩაერევიან და თუ დაგვაცდიან პაციენტთან მუშაობას. გუშინ მიღებულმა საკვების რაციონის კალორაჟმა მოიმატა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე შეფასებით, გაუმჯობესებული კვების რაციონი მიხეილ სააკაშვილს ოჯახმა მოუტანა.

„ოჯახი ყოველთვის დაინტერესებულია მისი მდგომარეობით და ყველაფერს შეასრულებს, რასაც ეტყვის პაციენტზე მზრუნველი ექიმი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა აინტერესებს. ჩემი დიდი პატივისცემა ოჯახს“ – განაცხადა ჩხაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები