კანადამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

რუსეთში 38 ფიზიკურ პირსა და 16 იურიდიულ პირს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა. მათ კავშირი აღმოაჩნდათ  რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან.

სანქციების ქვეშ მოექცა სახელმწიფო მედიაჰოლდინგი „რასია სეგოდნია“, რომელსაც დმიტრი კისილიოვი და მარგარიტა სიმონიანი ხელმძღვანელობენ; სანქციები შეეხო ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ასევე კრემლის მხარდამჭერ მომღერლებს, მათ შორის არიან ოლეგ გაზმანოვს, ნიკოლაი ბასკოვს, ლარისა დოლინას, დიმა ბილანს, ირინა ალეგროვას, იუმორისტ მიხაილ გალუსტიანსა და სხვებს.

„რუსულ დეზინფორმაციულ ოპერაციებში ჩართული არიან ცნობილი ადამიანები და ე.წ. საინფორმაციო ორგანიზაციები, რომლებიც ახმოვანებენ კრემლის არგუმენტებს და მცდელობებს, გაამართლონ უკრაინაში სისასტიკეები“, – აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები