„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც  ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძის განცხადებას პასუხობს. როგორც ჩალაძემ განაცხადა, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

„ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა-კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის, რასაც ვიტყვით ჩვენ! თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი, კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!“, – წერს მინისტრი რატი ბრეგაძე.

მსგავსი თემები