„ყველას დაანახეს სრული უვიცობა თავიანთი დარგის“ – კლინიკის დირექტორი სააკაშვილის ადვოკატებზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე კარად გამოჩდა, რომ  ადვოკატები  მოუმზადებლები იყვნენ კლინიკის დირექტორის დაკითხვისას და მათ სრული არაკომპეტენტურობა აჩვენეს.

„ნინო ნადირაძემ მთელ ქვეყანას აჩვენა, რამდენად არაკომპეტენტურები არიან ამ საქმეში ძირითადი მოქმედი პირები, ვგულისხმობ ადვოკატებს. მათი კომპეტენტურობა, როგორც ადვოკატების, არ ვიცი, მაგრამ როცა სამედიცინო საქმეს ეხება, გუშინ ყველას დაანახეს სრული უვიცობა თავიანთი დარგის, რომ აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი არიან იმ დარგში, რაზეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობენ. მესმის, რომ სამედიცინო სამართლის სპეციალისტებს საქართველოში არ ამზადებენ, მაგრამ როცა 9 თვის განმავლობაში ამ საქმით არიან დაკავებული, ალბათ, ელემენტარული რაღაც უნდა წაეკითხათ და უნდა სცოდნოდათ რაზე ესაუბრათ. აბსოლუტურად მოუმზადებლები იყვნენ, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სასამართლო პროცესზე, საერთოდ არ ესმით არც ერთი დაავადების შესახებ“ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

მსგავსი თემები