„მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – მედვედევის მუქარა

კრემლიდან ისევ იმუქრებიან. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ  თუ უკრაინა ყირიმს თავს დაესხმება, მთელი უკრაინა დაიწვება.

„ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები არ იქნება, იქნება მხოლოდ საპასუხო დარტყმები.  მთელი უკრაინა, რომელიც კიევის მმართველობის ქვეშ დარჩება, დაიწვება“ – აცხადებს მედვედევი.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის, საფრთხის ბუნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს ყველა სახის იარაღი ბირთვული შეკავების საფუძვლების ჩათვლით.

 

მსგავსი თემები