,,მერია ქუჩებს არ ავიწროებს, თბილისში არასტანდარტული გზები გვაქვს”- კახა კალაძე

ქუჩების დავიწროების პრობლემას არა მუნიციპალიტეტის მერია, არამედ დედაქალაქში არსებული არასტანდარტული გზები იწვევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო. პრობლემის საილუსტრაციოდ კახა კალაძემ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული გზის მაგალითი მოიყვანა, სადაც ქუჩა კონკრეტულ მონაკვეთზე, ბუნებრივად ვიწროვდება. „ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა, რომ მერია ავიწროებს ქუჩებს. მერია ქუჩებს არ ავიწროებს. სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად – იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი…

მეტი...

,,ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე,”-   ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ,,მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან, რატომ, იყო მარტივი სიმულაცია, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც?” – განანცხადა კობახიძემ.

მეტი...

,,ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია”- წალენჯიხის მერის განცხადებით, მის ავტომობილში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, მის კუთვნილი  მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. ხარჩილავამ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. ,,უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”,- განაცხადა ხარჩილავამ.  

მეტი...

მართვის მოწმობის აღების მსურველებს, პრაქტიკულ გამოცდამდე მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება. ცვლილება 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.  

მეტი...

,,ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, მათ შორის, პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო. ამის შესახებ მან პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო. „დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან რვა წუთამდე – საშუალოდ მოცდის…

მეტი...

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით, საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში გაიმართება რეგულარული…

მეტი...

,,მელია, ხაბეიშვილი და მუმლაძე ერთმანეთზე უინტელექტო, იდიოზური და სამარცხვინოები არიან”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” არის ”სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო”. „ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი, რითაც არის საინტერესო, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, რამდენად გოიმურია თავისი არსით ის…

მეტი...

,,შენი მომხრეების ”დაბოლება” ლამაზი არ არის – პასუხისმგებლობა ნიკა მელიამ უნდა აიღოს” – მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”

,,ნიკა მელიას ძალიან სასათბურე პირობები შევუქმენით, როდესაც მასში დავინახეთ დიდი პერსპექტივა და პოტენციალი. ის იყო კარგი შერწყმა ზუგდიდელობის, თბილისელობის, ინტელიგენციის, მაგრამ ეს კაცი გადაიღალა აშკარად,”- ამის შესახებ საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, პატიმრობის შემდეგ ნიკა მელიას ქცევა, სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან დაცილებულია. ,,ძირითადი პრობლემა არის ის, რომ იგეგმება რაღაც აქცია და მერე არაფერი ხდება. ამას ჰქვია ”ბოლი” და  ”დაბოლება” შენი მომხრეების, რომლებიც ათი წელი შიმშილში, სიცივეში, ქარში გვერდით გედგა, უბრალოდ ლამაზი არ არის. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან,…

მეტი...

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – მამუკა გაჩეჩილაძემ განცხადება ”მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მამუკა გაჩეჩილაძე იბრძოლებს. ამის შესახებ საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა გაჩეჩილაძის თქმით, მას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა აქვს. ,,მაქვს არა ხუთი, არამედ პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა. ეს არ არის ჩემთვის საკმარისი. გავივლი კონსულტაციებს კანდიდატებთანაც. საინტერესო იქნება ჩვენი თაობის თანამონაწილეობა ამ პროცესებსში. ჩემი თაობა იყო, იმ ოცი წლის წინანდელი პროცესების შექმნას, რომელიც საფუძვლად დაედო „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას,”- განაცხადა ამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.…

მეტი...

დემნა გვასალიას მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის საპატიო ჯილდო აღარ გადაეცემა

2022 წლის BoF VOICES-ზე მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის დემნა გვასალიას საპატიო ჯილდო აღარ გადაეცემა. მოდის გავლენიანი გამოცემის განცხადებით, Balenciaga-ს ახალი კამპანია ”BoF-ის” ღირებულებებს ეწინააღმდეგება. განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ მიუხედავად მიღებული გადაწყეტილებისა, BoF-მა თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელობა მაინც მიიწვია. Balenciaga-მ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ცნობისთვის, საქმე ეხება Balenciaga-ს კამპანიას, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნული კამპანიის გამო ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

მეტი...

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს​ გრანტი გადაეცემა

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 88 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. ,,დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკასა და ინვენტარს თავადვე არჩევენ. მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება. საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს. სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს,”- ნათქვამია სააგენტოს…

მეტი...

,,თუ საქართველოსთვის დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება” – ჯონ ჰერბსტი

,,ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ,”- ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა განაცხადა. მისი თქმით, ”თუ ხელისუფლება უფრო ფართოდ გააგრძელბს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის”. ,,ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს…

მეტი...

ლიკვიდირებული 20-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილია 30-ზე მეტი – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში მტრის ერთ-ერთ ადგილსამყოფელს დაარტყეს. უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მოკლულია 20-მდე რუსი სამხედრო, ხოლო დაჭრილია 30-ზე მეტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით, რუსეთმა 9 რაკეტა ისროლა და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა. 50-ზე მეტი დაბომბვა რეაქტიული საცეცხლე სისტემებიდან მოხდა.  

მეტი...

რუსეთის ძალებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

გვიან ღამით, რუსეთის ძალებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. “რუსებმა დნიპროს დაარტყეს.  რუსებმა დნიპროს მიმართულებით ოთხი რაკეტით გაუშვეს. რაკეტა კერძო საწარმოს მოხვდა. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა”, – განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.  

მეტი...

,,გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის „ოქროს ხანა“ დასრულებულია”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობის ეგრეთ წოდებული „ოქროს ხანა“ დასრულდა. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთმა კონკურენტებთან დაპირისპირებას არა გრანდიოზული რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით უნდა ჩაანაცვლოს. ,,ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს. გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას“, -განაცხადა სუნაკმა.

მეტი...

რუსებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს – ლადიჟინში 18 ათასი მოქალაქე გათბობის გარეშეა დარჩენილი

ვინიცის რეგიონში, რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. ქალაქ ლადიჟინში, გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, 18 000 ადამიანი გათბობის გარეშეა დარჩენილი. მისივე თქმით,  საჭიროა სამოქალაქო დაცვის ძალებისა და საშუალებების, სამხედრო სარდლობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების კოორდინაცია. ცნობისთვის, რუსებმა რამდენჯერმე შეუტიეს ლადიჟინსკაიას თბოსადგურს.  24 ნოემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ქალაქ ლადიჟინში ენერგეტიკულ საწარმოებზე მტრის მრავალი თავდასხმის გამო, გათბობის მიწოდება და ცხელი წყლით მომარაგება დროებით შეიზღუდა.

მეტი...

მსოფლიოში ყველაზე დიდი, აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის. მათივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია. მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და 1984 წლის შემდეგ პირველად ამოიფქრვა.

მეტი...

კადიროვმა შვილი ბაბუის სახელობის ორდენით დააჯილდოვა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, ქალიშვილს, გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების განყოფილების უფროსს, ხადიჟატ კადიროვას, საკუთარი ბაბუის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი გადასცა. ამის შესახებ რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი ტელეგრამის არხზე წერს. „გულით ვულოცავ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილს, გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს ხადიჟატ კადიროვას! მას მიენიჭა ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – კადიროვის ორდენი! მოკლე დროში ხადიჟატ რამზანოვნამ თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერი მენეჯერი, რომელმაც აამაღლა მისთვის მინდობილი ორგანიზაციის საქმიანობა ახალ დონეზე! იგი ცნობილია როგორც სამართლიანი და მგრძნობიარე ლიდერი, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს, მოლდოვის ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ”- კლაუს იოჰანისი

,,მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა,” – ამის შესახებ  რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი პრობლემა არის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, რაც მოიცავს საკვანძო ასპექტებს. „შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან…

მეტი...

ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ

ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-სთან მატჩის წინ „არასათანადოდ მოიქცევიან. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” თამაშების უსაფრთხოებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი განაცხადეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს „ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან. აშშ-სა და ირანს შორის მატჩი კი დღესაა დაგეგმილი.

მეტი...

,,უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა არასდროს იქნება ნგრევის ადგილი, უკრაინა არასდროს მიიღებს მოსკოვიდან ნაკარნახებ წესრიგს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღვადგინოთ დამპყრობლების მიერ განადგურებული ყოველი ობიექტი,” – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთში 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი ისეთი დანგრეული აქვთ, თითქოს იქ ომი იყო. „დღეს, ისევე როგორც ყოველდღე, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და ოლქის დასახლებები. მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში მტერმა 258-ჯერ გაუხსნა ცეცხლი ხერსონის ოლქის 30 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის არმიამ დააზიანა სატუმბი სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა მიკოლევში წყლის მიწოდებას. ეს არის იმ შემთხვევითი „ამხანაგების“ ნამდვილი არსი, რომლებმაც დაიპყრეს რუსეთი. მათ…

მეტი...