,,მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება როგორც უკრაინის, ისე საქართველოს, მოლდოვის ბოსნია და ჰერცეგოვინის მიმართ”- კლაუს იოჰანისი

,,მნიშვნელოვანია ნატო-ს მიერ მხარდაჭერის გაძლიერება, როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა,” – ამის შესახებ  რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი პრობლემა არის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, რაც მოიცავს საკვანძო ასპექტებს.

„შეხვედრაზე ჩვენ ხაზი გავუსვით რუმინეთის ძლიერ და კონკრეტულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ალიანსის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას როგორც უკრაინის, ისე რეგიონში ნატო-ს ყველაზე მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. დამატებითი პრობლემა არის სტრატეგიული მდგრადობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში, რაც მოიცავს საკვანძო ასპექტებს, მათ შორის ენერგოუსაფრთხოებასა და საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები