ირანის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ

ირანის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობითა და წამებით დაემუქრნენ, თუ ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-სთან მატჩის წინ „არასათანადოდ მოიქცევიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიბისი” თამაშების უსაფრთხოებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი განაცხადეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს „ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან.

აშშ-სა და ირანს შორის მატჩი კი დღესაა დაგეგმილი.

მსგავსი თემები