,,გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის „ოქროს ხანა“ დასრულებულია”- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობის ეგრეთ წოდებული „ოქროს ხანა“ დასრულდა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთმა კონკურენტებთან დაპირისპირებას არა გრანდიოზული რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით უნდა ჩაანაცვლოს.

,,ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩინეთი სისტემურ გამოწვევას უქმნის ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს, გამოწვევა, რომელიც უფრო მწვავე ხდება, როდესაც ის უფრო დიდი ავტორიტარიზმისკენ მიიწევს. გაერთიანებული სამეფოსა და ჩინეთის ურთიერთობების ოქროს ეპოქა დასრულებულია, გულუბრყვილო იდეასთან ერთად, რომ მეტი ვაჭრობა დასავლეთთან გამოიწვევს ჩინეთის პოლიტიკურ რეფორმას“, -განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი თემები