მსოფლიოში ყველაზე დიდი, აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში უმსხვილესი აქტიური ვულკანი მაუნა ლოა ამოიფრქვა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ევაკუაციის განკარგულება გაცემული არ არის.

მათივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევა დასახლებებს შეეხება, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია.

მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის კუნძულების ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს და 1984 წლის შემდეგ პირველად ამოიფქრვა.

მსგავსი თემები