დემნა გვასალიას მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის საპატიო ჯილდო აღარ გადაეცემა

2022 წლის BoF VOICES-ზე მოდასა და საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენისთვის დემნა გვასალიას საპატიო ჯილდო აღარ გადაეცემა.

მოდის გავლენიანი გამოცემის განცხადებით, Balenciaga-ს ახალი კამპანია ”BoF-ის” ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

განცხადებიდან ასევე ვიგებთ, რომ მიუხედავად მიღებული გადაწყეტილებისა, BoF-მა თავის ყოველწლიურ კონფერენციაზე ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელობა მაინც მიიწვია.

Balenciaga-მ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, საქმე ეხება Balenciaga-ს კამპანიას, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. აღნიშნული კამპანიის გამო ბრენდი ბავშვების სექსუალიზებაში დაადანაშაულეს.

მსგავსი თემები