კადიროვმა შვილი ბაბუის სახელობის ორდენით დააჯილდოვა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, ქალიშვილს, გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების განყოფილების უფროსს, ხადიჟატ კადიროვას, საკუთარი ბაბუის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი გადასცა.

ამის შესახებ რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი ტელეგრამის არხზე წერს.

„გულით ვულოცავ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილს, გროზნოს მერიის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსს ხადიჟატ კადიროვას! მას მიენიჭა ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო – კადიროვის ორდენი!

მოკლე დროში ხადიჟატ რამზანოვნამ თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერი მენეჯერი, რომელმაც აამაღლა მისთვის მინდობილი ორგანიზაციის საქმიანობა ახალ დონეზე! იგი ცნობილია როგორც სამართლიანი და მგრძნობიარე ლიდერი, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას ყველაზე რთული ამოცანები!

ხადიჟატ რამზანოვნას ხელმძღვანელობით დეპარტამენტმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა და ეჭვგარეშეა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს დუდაევი.

ცნობისთვის, ხადიჟატ კადიროვამდე იგივე ჯილდო მისმა უფროსმა დამ, რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, 23 წლის აიშატ კადიროვამაც მიიღო.

მსგავსი თემები