ლიკვიდირებული 20-მდე რუსი სამხედრო, დაჭრილია 30-ზე მეტი – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში მტრის ერთ-ერთ ადგილსამყოფელს დაარტყეს.

უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მოკლულია 20-მდე რუსი სამხედრო, ხოლო დაჭრილია 30-ზე მეტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით, რუსეთმა 9 რაკეტა ისროლა და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა. 50-ზე მეტი დაბომბვა რეაქტიული საცეცხლე სისტემებიდან მოხდა.

 

მსგავსი თემები