ოზურგეთისა და ლანჩხუთის სოფლებიდან 122 ადამიანია ევაკუირებული

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის არასრულწლოვანების. ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები.

არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

გურიის რეგიონში ამ დროისათვის მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები