,,ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია”- წალენჯიხის მერის განცხადებით, მის ავტომობილში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, მის კუთვნილი  მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი.

ხარჩილავამ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

,,უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”,- განაცხადა ხარჩილავამ.

 

მსგავსი თემები