მართვის მოწმობის აღების მსურველებს, პრაქტიკულ გამოცდამდე მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მოუწევთ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

ცვლილება 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

 

მსგავსი თემები