,,ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე”- კობახიძე სააკაშვილზე

,,ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა და მეორე დღეს წამოხტა, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან საქმე,”-   ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა კალიასკით, მანამდე იყო უამრავი სიმულაცია, ეტლით უკაცრავად, გამოვიდა ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან, რატომ, იყო მარტივი სიმულაცია, ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც?” – განანცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები