რუსებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს – ლადიჟინში 18 ათასი მოქალაქე გათბობის გარეშეა დარჩენილი

ვინიცის რეგიონში, რუსეთის ძალებმა თბოელექტროსადგური დაბომბეს. ქალაქ ლადიჟინში, გათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

ვინიცის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, 18 000 ადამიანი გათბობის გარეშეა დარჩენილი.

მისივე თქმით,  საჭიროა სამოქალაქო დაცვის ძალებისა და საშუალებების, სამხედრო სარდლობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოების კოორდინაცია.

ცნობისთვის, რუსებმა რამდენჯერმე შეუტიეს ლადიჟინსკაიას თბოსადგურს.  24 ნოემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ქალაქ ლადიჟინში ენერგეტიკულ საწარმოებზე მტრის მრავალი თავდასხმის გამო, გათბობის მიწოდება და ცხელი წყლით მომარაგება დროებით შეიზღუდა.

მსგავსი თემები