,,თუ საქართველოსთვის დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება” – ჯონ ჰერბსტი

,,ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ,”- ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა განაცხადა.

მისი თქმით, ”თუ ხელისუფლება უფრო ფართოდ გააგრძელბს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის”.

,,ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს,”- განაცხადა ჰერბსტმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მსგავსი თემები