”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – მამუკა გაჩეჩილაძემ განცხადება ”მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის კიდევ ერთი კანდიდატი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მამუკა გაჩეჩილაძე იბრძოლებს.

ამის შესახებ საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა გაჩეჩილაძის თქმით, მას პარტიაში პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა აქვს.

,,მაქვს არა ხუთი, არამედ პოლიტიკური საბჭოს შვიდი წევრის თანხმობა. ეს არ არის ჩემთვის საკმარისი. გავივლი კონსულტაციებს კანდიდატებთანაც. საინტერესო იქნება ჩვენი თაობის თანამონაწილეობა ამ პროცესებსში. ჩემი თაობა იყო, იმ ოცი წლის წინანდელი პროცესების შექმნას, რომელიც საფუძვლად დაედო „ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას,”- განაცხადა ამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიაში არაჯანსაღი პროცესები დაიწყო.

,,ნაციონალური მოძრაობში” დაიწყო არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაციები. ათი წელია ორგანიზაცია თითქმის ყველა არჩევნებს აგებს, არ ხდება ამის ანალიზი და დაგეგმვა იმის, თუ რა გამოსწორდეს. ვინც იგებს არჩევნებს ერთ-ორ სოფელში ისიც კი უპირისპირდება დღევანდელ მენეჯმენტს. ამიტომ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,”- განაცხადა მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს ძირითად პრობლემად პარტიაში.

,,ძირითადი პრობლემა არის ის, რომ იგეგმება რაღაც აქცია და მერე არაფერი ხდება. ამას ჰქვია ”ბოლი” და მომხრეების”დაბოლება” უბრალოდ ლამაზი არ არის. ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმან, ვინც არის პირველი პირი პარტიაში, ნიკა მელიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა,”- აღნიშნა მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

https://mcm.ge/168683/

მსგავსი თემები