კაფეს მფლობელმა სადილის ქვაბითა და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით მანქანა გარეცხა – SOS (ვიდეო)

თბილისში, ქალაქის ცენტრში, გაგარინის მოედანზე, საკუთარი პატარა კაფეს წინ, მოქალაქემ საჭმლის მოსამზადებელი ქვაბი გამოიტანა და მანქაც გარეცხა. ამისთვის კი სამზარეულოს ქვაბი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გამოიყენა.

დიდი ალბათობით, ამავე ქვაბით მომხმარებლებს სადილსაც მოუმზადებს და ღრუბლით ჭურჭელსაც გარეცხავს. შემთხვევას „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო.

კაფეს მფლობელი უცხოეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ ირანელი, რადგანც პატარა კაფე ირანულია. კაფეს წინ დახლზე კი მისი მომზადებული საკვები იყიდება.

მსგავსი თემები