,,ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ”- ირაკლი ბერაია

,,ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურმა სესიამ დაასრულა მუშაობა. ამ სესიას ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ალიანსის მოკავშირეები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

ბერაიას შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი უჭირავს ნატო-ს დღის წესრიგში.

„მოვისმინეთ ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უჭირავს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი ნატო-ს უმაღლეს დღის წესრიგში. გამოვყოფდი იმ რეზოლუციებს, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ. რეზოლუციებს, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მოუწოდებენ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობების მხარდაჭერა, ისევე როგორც, ევროატლანტიკური პროცესის მხარდაჭერა. ასევე, ხაზს გავუსვამდი მეორე რეზოლუციას, სადაც საუბარია ეფექტიან იმპლემენტაციაზე, რომლისკენაც ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრ სახელმწიფოებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს“ – აღნიშნა ბერაიამ.

მსგავსი თემები