,,დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერისმ არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  “ნაციონალური მოძრაობამ” დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ”ქართული ოცნებისგან” გადაწერა.

მისივე თქმით, ”რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს”.

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი, ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და დაუმატეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს, მხოლოდ ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს საპარლამენტო ოპოზიციას და უთხრეს, რომ როგორმე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. ასევე ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეკონომიკის ზრდაზე აქვთ მიბმული თავიანთი პროექტის ერთი მუხლი და ამაშიც არათანმიმდევრულები არიან – პარლამენტში საჯაროდ ყვრიან, რომ ეკონომიკური ზრდა არ არსებობს, სინამდვილეში კი თავის პროექტი ეკონომიკურ ზრდას მიაბეს, რომელიც ბოლო პერიოდში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ არის უზრუნველყოფილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები