,,სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას”- არჩილ თალაკვაძე

,,სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა.

„სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა. სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. ძირითადად სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკოსები და ადვოკატები არიან დაკავებული მის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობით და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ ეუბნებიან. ჩვენი ინტერესი არ არის, მის ჯანმრთელობის საკითხებში ჩავერიოთ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები