,,ნატოს” საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

,,ნატოს” საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა” – ინფორმაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ ჩერნევი ავრცელებს.

მისივე განცხადებით , ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ამჟამად მადრიდში იმართება, მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსი დამნაშავეების დასასჯელად.

„ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს“, – აღნიშნა ჩერნევმა.

მსგავსი თემები