,,სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან მაშფოთებს, რადგან განცდას მიტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს”- სოზარ სუბარი

„ქალბატონო სალომე, არ მინდა დავიჯერო, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, როგორ შეიწყალოთ (მიხეილ სააკაშვილი), როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან“ – ასე მიმართა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტს.

სუბარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან აშფოთებს, რადგან განცდას უტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თითქოს „გადაახვია“ თავისი ყოფილი განცხადებები. გვახსოვს, არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ შევიწყალებო. დღეს უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ „ჰო, არ ვიწყალებ ჯერჯერობით, მაგრამ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა მოკვდეს…“. ქალბატონო სალომე, გარწმუნებთ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება და არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი იმას, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, რათა შეიწყალოთ, როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან. ასევე, არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენც იმ აგენტოკრატიაში გადიხართ. მესმის, რომ საფრანგეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ, მესმის, რომ საფრანგეთში არის თქვენი პირველი სამშობლო ან მეორე – არ ვიცი, მაგრამ როცა არჩევანი დადგება, თქვენ მაინც იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხართ, სადაც უნდა შეასრულოთ თქვენი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები და ნუ დაგვიწყებთ შემზადებას იმაზე, რომ „ის ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამიტომ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მივიღო“. ძალიან შემაშფოთა დღეს ამ თემამ“- აღნიშნა სუბარმა.

მსგავსი თემები