ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლში ცხენების უკანონო სასაკლაო აღმოაჩინა. უწყების განცხადებით,  უკანონო სასაკლაო სოფელ ვაშლოვანში, ადგილობრივის, გოგა ბაქუზანოვის ეზოში კუსტარულად იყო მოწყობილი. სამართალდამრღვევს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საქმე, შემდეგი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.

მეტი...

თბილისში პიტბულმა ბავშვი დაგლიჯა

თბილისში 9 თვის ბავში ოჯახის პიტბულმა დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა დაზიანებები თავის არეში მიიღო და კლინიკაში გადაჰყავთ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ პექტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

მეტი...

„არ ვიცი, ვინ გაავრცელა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია“- კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურა ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა. მისი თქმით, მან არ იცის ვინ გაავრცელა სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია „მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები“, – განაცხადა ჩხაიძემ და კითხვაზე: წერია თუ არა დასკვნებში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, აღნიშნა, რომ „არა“. როგორც ზურა ჩხაიძე აღნიშნავს, კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს და მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა.

მეტი...

,,ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს”- ჯოზეფ ბორელი

,,ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს,” – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ბლოგზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი. მისივე თქმით, ევროკავშირმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ცენტრალურ აზიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. „ჩვენ უნდა გავაღრმაოთ კავშირები რეგიონთან და ვისარგებლოთ უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც მას აქვს ენერგომომარაგების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდებისა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების სახით, რომლებიც არ არიან დამოკიდებული რუსეთზე. (ე.წ. შუა დერეფანი ან ტრანსკასპიური დერეფანი)“, – წერს ბორელი. მისივე თქმით, ცხადია, რომ რეგიონს სურს ურთიერთობების დივერსიფიცირება და ისინი ევროკავშირს განიხილავენ მისაღებ პარტნიორად. „ცხადია,…

მეტი...

,,სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს”- მიხეილ სარჯველაძე

,,სააკაშვილმა თავადაც იცის, რომ მოწამვლის შესახებ ტყუილს პერსპექტივა არ აქვს, ამიტომ იძულებულია, თქვას, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი ”საექსპერტო ცოდნაზე როცაა დაყვანილი, მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია”. „სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მიკერძოებული დასკვნები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველასთვის ნათელი იქნება, ვინ, რა მიკერძოების ხარისხით ხასიათდება, როცა თავს დებენ ექსპერტობაზე და საექსპერტო სახით სასურველ დასკვნებს ასახავენ. ამ დრომდე, მიხეილ სააკაშვილს ხელი მიუწვდება ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მას სჭირდება. როცა საკითხი საექსპერტო…

მეტი...

ცხენის და ვირის ხორცი ხორცპროდუქტებში – სად იყიდებოდა პროდუქტი

შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. 16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე,”-  ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინის მოქალაქეები დღეს დამოუკიდებლობის მაიდანზე შეიკრიბებიან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დღე, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება დღესასწაულია. ეს სიტყვები ზუსტად ერთი წლის წინ ამავე ადგილას ვთქვი. რა შეიცვალა მას შემდეგ? ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, მაგრამ რაღაც უცვლელი რჩება. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არიან უკრაინელები და რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორი ღირებულება, რომელიც ერთმანეთზე ისეა გადახლართული, როგორც მდინარე დნიპროს მარჯვენა…

მეტი...

„კოვიდის და ღორის გრიპის აფეთქებაა…აიცერით”- გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობს აფრთხილებს. მისი განცხადებით,  ქვეყანაში ღორის გრიპისა და კორონა ვირუსის აფეთქებაა. „კოვიდის და ღორის გრიპის აფეთქებაა. აიცერით სეზონური და კოვიდ ვაქცინებით. ჩემი პირბადე არ დაგავიწყდეთ“,  – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება – ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ,”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე ულოცავს. მისი თქმით, ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან,  „იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება”. „შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება – აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ხერსონში ჩარჩენილი „თურქი მესხები“ რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩამოიყვანეს – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ომის დროს ხერსონში ჩარჩენილი „თურქი მესხები“ რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს. მისი თქმით, უკრაინიდან 88 „თურქი მესხის“ გამოყვანა თურქეთის საგარეო უწყების  ინიციატივით განხორციელდა. „ჩვენი 88 თურქი მესხი ძმა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხერსონში იყვნენ ჩარჩენილი, ჩვენი ინიციატივით ჩამოიყვანეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და საქართველოს გავლით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშობლოში! სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მუდამ ჩვენს თურქ მესხ ძმებთან ვართ და მათ გვერდით ვიქნებით!“ – აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

მეტი...

2023 წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 7 ლარით, ექთნის კი 4,4 ლარით განისაზღვრება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის პირველი იანვრიდან ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით, თვეში კი საშუალოდ 1260 ლარით, ხოლო ექთნების შემთხვევაში საათში 4,4 ლარით, თვეში კი საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. მათივე ცნობით, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წლების განმავლობაში მზარდი იქნება და 2025 წლისთვის ექიმისთვის 9 ლარით, ხოლო ექთნისთვის – 5,6 ლარით განისაზღვრება.

მეტი...

,,საქართველომ შესაძლოა, ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს”- „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“

,,საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება,”- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სამი ოპოზიციური პარტია – „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი ათეული მილიარდი დახმარება დაკარგოს. „ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კრიტიკულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ვკარგავთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პარტნიორს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა. გარდა ზოგადი კონტექსტისა, ყურადღება გავამახვილოთ განცხადებაზე, რომ მომავალში საქართველოსთვის ფულადი დახმარების გაწევა…

მეტი...

,,ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?”- იაგო ხვიჩია

,,ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამზადებს, „ქართული ოცნება“ კეზერაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, მიღებული კანონპროექტიდან, არც ერთი არ არის ის, რასაც  დასავლეთი ითხოვს. „მგონია, რომ ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კანონპროექტების მომზადებით შორს ვერ წავალთ და ასე ევროპაში არავინ შეგვიშვებს. ლაპარაკი ჩხუბისა და კონფლიქტის ნაცვლად უნდა ვისწავლოთ. არც ერთი კანონპროექტი ის არ არის, რასაც ჩვენგან დასავლეთი ითხოვს. გვთხოვენ კონსენსუსს და დეპოლარიზაციას. ამის ნაცვლად, ახალ-ახალი კანონპროექტები შემოგვაქვს ახალ-ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად, რაც ყველაზე არაევროპული ქცევაა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

დონეცკის ოლქში ნავთობის საცავი იწვის

დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით,  ხანძარი “ფეთქებადსაშიში ობიექტის” მოხვედრამ გამოიწვია. ცეცხლი სავარაუდოდ, საწვავის ორ ავზს გაუჩნდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

რუსეთის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია საბრძოლო მასალისა და გამოცდილი პერსონალის მწვავე დეფიციტით. უწყების ცნობით, რუსული ძალები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ნაწილობრივ დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტების მიერ სვატოვის სექტორის გარშემო, ლუგანსკის რეგიონში. როგორც დაზვერვის განახლებაშია ნათქვამი, სვატოვის სექტორი, სავარაუდოდ, ახლა რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია.  

მეტი...

ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 58 ბავშვი მოკლეს

ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტების ინფორმაციით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სულ მცირე 58 ბავშვი მოკლეს. მათივე ცნობით, 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანში 18 წლამდე ასაკის 46 ბიჭი და 12 გოგონა მოკლეს. დაღუპულებს შორის 8-9 წლის ასაკის ბავშვებიც არიან. არსებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

მეტი...

საზარელი მკვლელობა ზუგდიდში – დაკავებულია 17 წლის ახალგაზრდა

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შსს-ის ინფორმაციით,  პოლიციამ 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ,…

მეტი...

თავდასხმა LGBTQ ღამის კლუბზე – დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

შაბათს ღამით, კოლორადოში შეიარაღებულმა მამაკაცმა LGBTQ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ეჭვმიტანილი 22 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ბომბის გამოყენების მუქარისთვის იყო დაკავებული. ”ბიბისის“ ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა და მას ექიმები ჭრილობებზე მკურნალობენ. ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ კლუბში მყოფმა ორმა ადამიანმა თავდამსხმელი გაანეიტრალა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზე შაშხანით შევიდა.  

მეტი...

,,არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არც ერთი ადვოკატისთვის არ უთვამს, რომ ეჭვი აქვს მოწავლაზე. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები უადგილოა. „მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას“,…

მეტი...

,,საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს იყო ისტორიის ახალი ერის დასაწყისი”- მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის,  მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო  ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. ,,პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი…

მეტი...

მოსკოვში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ცნობისთვის, მოსკოვის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი. მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

მეტი...

დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ დაბრუნებას აღარ გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ტვიტერზე“  დაბრუნებას აღარ გეგმავს. მისი თქმით, დაიცავს თავის ახალ პლატფორმას Truth Social, რომელიც, მისი შეფასებით, უკეთესია მომხმარებლის ჩართულობით, ვიდრე „ტვიტერი“ და მუშაობს „ფენომენალურად კარგად“. „მე ვერ ვხედავ ამის მიზეზს“, – განაცხადა ტრამპმა. დონალდ ტრამპის „ტვიტერის“ ანგარიში,  2021 წლის 8 იანვარს, ძალადობის წაქეზების ბრალდებით დაიბლოკა. „ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა ჩაატარა, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმაზე. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშის აღდგენას გამოკითხვაში მონაწილეთა 51 პროცენტმა მისცა ხმა.

მეტი...

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს. ყაზახური მედიის ინფორმაციით, „ღია საზოგადოება რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩევლების 82,45 პროცენტმა დაუჭირა მხარი. ამომრჩეველთა აქტივობა 68 პროცენტი იყო. გამარჯვების შემთხვევაში, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში დასახლებული პუნქტები დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის რაიონში  საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილები. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა  ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სუმის რეგიონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამჯერ დაბომბეს. დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.  

მეტი...

კოვიდ აფეთქება ჩინეთში – სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან

ჩინეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, რის გამოც, ქვეყნის დედაქალაქში  რამდენიმე რაიონის სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან. ქვეყანაში კვირას კოვიდინფიცირების 26 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის პიკს უახლოვდება. ამასთან, სამხრეთ ქალაქ გუანჯოუში, სადაც თითქმის 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბაიუნის რაიონში ხუთდღიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. პეკინში კი, მაისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩაოიანგის რაიონში, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდეს, სკოლები კი – ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლები დაიხურა ჰაიდიანის, დონჩენგისა და ქსიჩენგის სკოლებშიც.

მეტი...

მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. 13 ოქტომბერს, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.  შადრევანში, ბურთის ამოსატანად შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. შემთხვევას, 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ძლიერი ხანძარი მოსკოვის ცენტრში – დაიღუპა ექვსი ადამიანი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ცნობისთვის, მოსკოვის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი. მომხდარის მიზეზებს საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს, მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა.

მეტი...

,,სამხრეთით ვიცავთ პოზიციებს, თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორია 400-ჯერ დაბომბეს. მისივე თქმით,  საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, დონეცკის რეგიონშია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლები თავდასხმებია – ამინდის გაუარესების გამო, რუსული დაბომბვის რაოდენობა, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალი რჩება. ლუგანსკის რაიონი – ნელ-ნელა და ბრძოლებით მივდივართ. დღეის მდგომარეობით, დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში 400-მდე დაბომბვა მოხდა. მადლობა ყველას, ვინც პოზიციებს ინარჩუნებს და ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს. სამხრეთი – ვიცავთ პოზიციებს, თანმიმდევრულად და ძალიან გათვლილად ვანგრევთ ოკუპანტების პოტენციალს. მეორე არის ენერგია.…

მეტი...