,,მხეცი ყოფილა, გაიმეტა ბავშვი….ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა?”- ზუგდიდში მოკლული 15 წლის ბიჭის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში მოკლული 15 წლის საბა  მამფორიას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები განმარტავენ, მოზარდი სავარაუდოდ, სხვის კონფლიქტში ჩაერთო.

,,ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ასეთმა ჯალათმა, არ უნდა იცხოვროს. მხეცი ყოფილა: გაიმეტა, ბავშვი, რომელმაც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო. თუ ფეხბურთის სათამაშოდ მოვიდა, ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა?,”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ზუგდიდში გუშინ მოხდა. 17 წლის პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საზარელი მკვლელობა ზუგდიდში – დაკავებულია 17 წლის ახალგაზრდა – (mcm.ge)

მსგავსი თემები