,,არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს.

,,მაქვს შეწყალების უფლება, თუმცა არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები  სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე ექვსი თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები