თურქეთში სირიიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით,  ქალაქის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან ისროდნენ. ჭურვები მოხვდა სკოლის შენობას და ორ საცხოვრებელ სახლს.

სულეიმანის თქმით, ქურთების თავდაცვითი რაზმების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გაზიანთეფს.

მსგავსი თემები